ზ ე გ ა მ ტ ა რ ე ბ
ი
1. აღმოჩენის
ისტორია
2. მაღალტემპერატურული ზეგამტარი
3. ზეგამტარების
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
თვისება
5. ნიმუშის
მომზადება
6. ნიმუშის
დემონსტრაცია
1.
აღმოჩენის ისტორია
ჰოლანდიელმა
ფიზიკოსმა ჰეიკე კამერლინგ
ონესმა 1908
წელს
მიიღო
თხევადი
ჰელიუმი.
იგი
სწავლობდა
ნივთიერების
ელექტრული
წინააღმდეგობის
ტემპერატურაზე
დამოკიდებულებას.
ონესს
სურდა
გაერკვია
რამდენად
მცირე
შეიძლებოდა
გამხდარიყო
ნივთიერების
წინააღმდეგობა
ელექტრული
დენის
მიმართ,
თუ ნივთიერება მაქსიმალურად გაიწმინდებოდა მინარევებისგან და შემცირდებოდა „სითბური
ხმაური“ ანუ შემცირდებოდა ტემპერატურა.
1911
წელს
კამერლინგ
ონესმა
შეამჩნია
ვერცხლის
წყლის
წინააღმდეგობის
ძალიან
მკვეთრი
და
მოულოდნელი
ვარდნა
4.15K-ზე
(~269°C) [1]. გარდა
ამისა
შეამჩნიეს,
რომ ზეგამტარობის დარღვევა
ხდებოდა
ზეგამტარი
დენის
გაზრდისას.
აღმოჩენილ
იქნა
თეთრი
კალისა
Tc=3.69K და ტყვიის
Tc=7.26K ზეგამტარობა. 1913 წელს კამერლინგ ონესმა მიიღო
ნობელის
პრემია
ფიზიკაში
„დაბალ
ტემპერატურებზე
ნივთიერების
თვისებების
გამოკვლევებისათვის,
რამაც
იგი
მიიყვანა
თხევადი
ჰელიუმის
მიღებამდე“.
ამგვარად
კამერლინგ
ონესს
მიენიჭა
ნობელის
პრემია,
მაგრამ
არა ზეგამტარობის აღმოჩენისათვის,
მიუხედავად
იმისა,
რომ
ნობელის
ლექციაზე
ონესი
შეეხო
ამ
საკითხსაც“.
2.
მაღალტემპერატურული ზეგამტარი.
ელექტრული
დენის
კარგი
გამტარები
ოქრო
და
სპილენძი
საერთოდ
არ
გადადიან
ზეგამტარ
მდგომარეობაში.
შედარებით
ცუდი
გამტარები
Nb3Sn, Nb3Ga, Nb3Ge წარმოადგენენ
რეკორდსმენებს
ზეგამტარ
მდგომარეობაში
გადასვლის
ტემპერატურის
მიმართ.
მათი
გადასვლის
ტემპერატურა
დაახლოებით
17-25K-ია.
1970 წლებიდან
ცნობილი
გახდა
LiTi03, SrTiO3, Ba(Pb,Bi)O3 ოქსიდების
ზეგამტარი
თვისებები.
ეს
შენაერთბი
იმდენად
შორს
არიან
ჩვეულებრივი
დენის
გამტარებლობისაგან,
რომ
მათი
ზეგამტარობა
ეჩვენებოდათ
თავსმოხვეულ
გამონაკლისად.
მაგრამ,
სწორედ
ამ
გამონაკლისის
განვითარებამ
მიგვიყვანა
რთული
ოქსიდების
მაღალტემპერატურულ
ზეგამტარობამდე.
1986-1987
წლებში
მაღალტემპერატურული
ზეგამტარების
აღმოჩენამ
გამოიწვია
სენსაცია.
1987 წელს
კერამიკულ
მასალებში
ზეგამტარობის
შესწავლისას
მიღბული
მიღწევებისათვის
შვეიცარიელ
ფიზიკოსებს ჯ.ბედნორცს
და
კ.მიულერს მიენიჭათ
ნობელის
პრემია
ფიზიკაში.
მათ
მიერ
აღმოჩენილმა
ზეგამტარობამ
La-Ba-Cu-O შენაერთში (Tc=35K) [2] დასაბამი
მისცა
ისეთი
შენაერთის
აღმოჩენას,
როგორიცაა
Y-Ba-Cu-O, რომლის გადასვლის
ტემპერატურა
იყო
Tc=93.5K. დღესდღეობით აღმოჩენილ
შენაერთებს
შორის
ყველაზე
მაღალი
ზეგამტარ
მდგომარეობაში
გადასვლის
ტემპერატურა
არის
დაახლოებით
160K.
3. ზეგამტარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება
ზეგამტარობის
მთავარი
დამახასიათებელი
თვისება,
გარდა
ნივთიერების
ელექტრული
წინააღმდეგობის
ნულად
გადაქცევისა
არის
მუდმივი
მაგნიტური
ველის
გამოძევება
ზეგამტარი
ნიმუშიდან
(ნახ.
2). ეს
ეფექტი
აღმოაჩინეს
გერმანელმა
ფიზიკოსებმა ვ. მეისნერმა და რ. ოქსენფელდმა და
ცნობილი
გახდა
როგორც
მეისნერ-ოქსენფელდის
ეფექტი
[3].
ამრიგად, იმისათვის, რომ დავადგინოთ
ნიმუშს ახასიათბს თუ არა ზეგამტარობა, უნდა შევამოწმოთ ორი მახასიათებელი თვისება:
1) ელექტრული წინააღმდეგობის ნულთან ტოლობა და 2) მეისნერ–ოქსენფელდის ეფექტი.
ლიტერატურა:
[1] Kamerlingh Onnes,
H., "Further experiments with liquid helium. G. On the electrical
resistance of pure metals, etc. VI. On the sudden change in the rate at which
the resistance of mercury disappears." Comm. Phys. Lab. Univ.
Leiden; No. 124c, 1911.
[2] J.G. Bednorz and K.A. Muller (1986).
"Possible High Tc superconductivity in the Ba-La-Cu-O System". Z. Physik. B 64.
[3] W. Meissner, R. Ochsebfeld. Ein neuer Effekt bei
Eintritt der Supraleitfähigkeit, Naturwisseschaften, 3. November 1933, Volume 21, Issue 44, pp 787-788
No comments:
Post a Comment